მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 









უნივერსიტეტის სიახლეები
23 ივლისი 2010 წელი
კურსდამთავრებულთა გაცილება
სააქტო დარბაზში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება მოეწყო. უმაღლესი სასწავლებელი 2009-2010 სასწავლო წელს 1324-მა სტუდენტმა დაამთავრა. ახალგაზრდებს გზა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ბასილიმ (ბერიძე), დეკანებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს. 92 წარჩინებულ კურსდამთავრებულს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის სიგელები გადასცეს.
16 ივლისი 2010 წელი
უნგრეთის ელჩის ვიზიტი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში
უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გაბორ შაგი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს შეხვდა. მხარეები ურთიერთთანამშრომლობის პირობებსა და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. დაიგეგმა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელება.
15 ივლისი 2010 წელი
მემორანდუმი აბაშის საჯარო სკოლებთან
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აბაშის N-1, N-2 და აბაშის პირველი მაისის საჯარო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სასწავლო, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდება ერთობლივი კონფერენციები, კონკურსები და ოლიმპიადები. რსუ სკოლას სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მასწავლებლთა პროფესიულ გადამზადებაში დაეხმარება. უნივერსიტეტის ბაზაზე აბიტურიენტებისთვის განხორციელდება საკონსულტაციო პროგრამა.
09 ივლისი 2010 წელი
აკადემიური საბჭოს დადგენილება №69
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 75 წლისთავთან დაკავშირებით საუკეთესო პროფესორისა და მეცნიერ-თანამშრომლის გამოსავლენად კონკურსის გამოცხადების თაობაზე
09 ივლისი 2010 წელი
აკადემიური საბჭოს დადგენილება №68
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009–2010 სასწავლო წლის ორგანიზებულად დაწყებისა და სასწავლო წლის შეუფერხებლად წარმართვის ღონისძიებათა შესახებ რსუ-ს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 24 ივნისის №58 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
06 ივლისი 2010 წელი
ტემპუსის ეროვნული ოფისის ეგიდით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე: ,,სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამები“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ირინე დარჩიამ სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სადოქტორო პროგრამების დაგეგმვისა და განხორცილების თანამედროვე მეთოდები გააცნო.
03 ივლისი 2010 წელი
დასრულდა პროფესორ როლანდ კომახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,შავი ზღვის ქვეყნების კულტურის, ისტორიის, ანთროპოლოგიის, ლიტერატურისა და ლინგვისტიკის ინოვაციური ასპექტები“. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბლაგოევგრადის ნეოფიტრილსკის უნივერსიტეტის რიგით მეორე კონფერენცია მიზნად ისახავდა შავიზღვისპირა ქვეყნების მეცნიერთა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.
29 ივნისი 2010 წელი
ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია გლობალიზაციის პირობებში“ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტისა და ბლაგოევგრადის ნეოფიტრილსკის უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. აგროეთნოლოგიის, აგროეკოლოგია და სატყეო მეურნეობის, აგროტექნოლოგიისა და აგროინჟინერიის სექციებში წარმოდგენილი მოხსენებებით მკვლევრებმა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მოდერნიზების პერსპექტივები განიხილეს. ქართველმა, ბულგარელმა, ჩეხმა, თურქმა და სომეხმა მეცნიერებმა მუშაობა რეზოლუციის მიღებით დაასრულეს.
29 ივნისი 2010 წელი
ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის დადებით და პრობლემატურ საკითხებს მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია ,,ბოლონიის პროცესი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკა“. საქართველოსა და უცხოეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების წარმომდგენლებმა და ბოლონიის პროცესის ექსპერტებმა რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგები და მიღწევები განიხილეს. კონფერენციის ფარგლებში 30 ივნისს დაიწყება და 4 ივლისს დასრულდება საზაფხულო უნივერსიტეტი „ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ურთიერთობები“... »»»
28 ივნისი 2010 წელი
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს რსუ-ს რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ლეკვეიშვილმა, სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადონა მიქელაძემ და სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ ამირან გოგიავამ სერტიფიკატები გადასცეს. უნივერსიტეტის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ფაკულტეტების მიხედვით გადანაწილებულ 15 სექციაში ჩატარდა. წარმოდგენილი 186 მოხსენებიდან 45 საუკეთესო ნაშრომი სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა შრომების კრებულში დაიბეჭდება.




 
 
 
© შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 28.07.2010
გვერდი იხილა 351021 სტუმარმა
Google PageRank Checker
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ