თანამშრომლობის მემორანდუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
თანამშრომლობის მემორანდუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ღავთაძემ. ხელშეკრულება ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას, სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებას, გამოცდილების გაზიარებას, საჯარო ლექციების წაკითხვასა და საბიბლიოთეკო ფონდით სარგებლობას ითვალისწინებს. მხარეები ხელს შეუწყობენ სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას და მსოფლიოს წამყვან სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებთან ერთობლივი კვლევების ჩატარებას.
18 მაისი 2012 წელი
ბათუმის II საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ბათუმის II საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში. სამდღიანი სიმპოზიუმის მუშაობაში ჩართული არიან საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლები, ცნობილი მეცნიერები, ლექსიკოგრაფები იტალიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ისრაელიდან, შვედეთიდან, პორტუგალიიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. ხუთი სექციის მიმართულებით 150-მდე მოხსენება იქნება წარმოდგენილი ლექსიკოგრაფიის აქტუალურ საკითხებზე. სიმპოზიუმის ფარგლებში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი ქართველი და უცხოელი ლექსიკოგრაფები, გაიმართება დისკუსია მრგვალ მაგიდასთან თემაზე: „ელექტრონული კორპუსები და მათი გამოყენების პერსპექტივები ქართულ ლექსიკოგრაფიაში“.... »»»
17 მაისი 2012 წელი
პოეტ ფრიდონ ხალვაშის გახსენება
პოეტ ფრიდონ ხალვაშის გახსენება
პოეტ ფრიდონ ხალვაშის გახსენება
პოეტ ფრიდონ ხალვაშის გახსენება
პოეტ ფრიდონ ხალვაშის გახსენება
პოეტ ფრიდონ ხალვაშის გახსენება
პოეტ ფრიდონ ხალვაშის გახსენება
პოეტ ფრიდონ ხალვაშის გახსენება
პოეტ ფრიდონ ხალვაშის გახსენება
ცნობილი ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი ფრიდონ ხალვაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გაიხსენეს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში მწერლის საფლავთან შეკრებილებმა მის ცხოვრებაზე, შემოქმედებაზე ისაუბრეს და ლექსები წაიკითხეს. პატივი მიაგეს ღვაწლმოსილი პოეტის ხსოვნას და განსასვენებელი ყვავილებით შეამკეს. 17 მაისს ფრიდონ ხალვაში 87 წლის გახდებოდა.
16 მაისი 2012 წელი
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. ერთი კვირის განმავლობაში ყველა ფაკულტეტის სხვადასხვა სპეციალობის 180 სტუდენტი სამეცნიერო მოხსენებებს ოცდაერთი სექციის მიმართულებით წარმოადგენს. სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვას, მეცნიერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. სტუდენტებს მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადაეცემათ, ხოლო საუკეთესო ნაშრომები უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კრებულში დაიბეჭდება. კონფერენციის გახსნაზე სტუდენტთა რეფერატულ ნაშრომთა კონკურსში გამარჯვებულები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. კონფერენციის განრიგი
15 მაისი 2012 წელი
პროფესორ ონისე სურმანიძის 70 წლის იუბილე

შოთა რუსთაველის დარბაზში ცნობილი მათემატიკოსის, ქართული მათემატიკური სკოლის ღირსეული წარმომადგენლის, პროფესორ ონისე სურმანიძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მიხეილ მახარაძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა და მეგობრებმა ღვაწლმოსილი მეცნიერის ცხოვრებასა და მიღწევებზე ისაუბრეს. იუბილარს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. საქართველოს მათემატიკოსთა კავშირმა პროფესორი ონისე სურმანიძე ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სიგელით დააჯილდოვა. ... »»»
14 მაისი 2012 წელი
პროექტის "გახდი მენეჯერი სათამაშო მაგიდასთან" წარდგინება გაიმართა

სტუდენტებმა პროექტის "გახდი მენეჯერი სათამაშო მაგიდასთან" პრეზენტაცია გამართეს. პროექტი ბიზნეს-ეკონომიკური, ინტელექტუალური თამაშის ჩატარებას ითვალისწინებს და საბანკო, საფინანსო, სადაზღვევო საქმის, საბუღალტრო საგადასახადო საქმის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებს გამოცდილების მიღებაში დაეხმარება. თამაში “მენეჯერი” მოიცავს ვაჭრობას, საქმიანობის დაგეგმვას, უძრავი ქონების მართვას, განკარგვას, სტრატეგიული ხედვის განვითარებას, კონკურენტებთან ურთიერთობას და საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელ სხვა ელემენტებს. რვადღიანი ტურნირი 2 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ბიზნეს ორგანიზაციების მხარდაჭერით დაიწყება.
12 მაისი 2012 წელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. საკანონმდებლო ორგანოს პირველმა პირმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე მიულოცა და ქვეყნის განვითარების ხედვაზე ესაუბრა. დავით ბაქრაძემ ახალგაზრდებს განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე პროექტები და პრეზიდენტის ინიციატივები გააცნო. ყურადღება გაამახვილა სტუდენტურ ბარათზე, დაზღვევაზე, საზაფხულო დასაქმებისა და სახელმწიფო გრანტის გაუმჯობესების პროგრამაზე. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.
09 მაისი 2012 წელი
“მედიაცია - ახალი მიმართულება დავების ალტერნატიულ გადაწყვეტაში”

სტუდენტებისათვის, პროფესორ-მასწავლებლებისათვის, მოქმედი მოსამართლეებისა და ადვოკატებისათვის შოთა რუსთაველის დარბაზში სემინარი გაიმართა თემაზე: “მედიაცია - ახალი მიმართულება დავების ალტერნატიულ გადაწყვეტაში”. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ფორმების ეროვნული ცენტრისა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მედიაციის ცენტრის წარმომადგენლებმა საჯარო ლექცია წაიკითხეს. ისაუბრეს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული ფორმების გამოყენებაზე, პროცესში პრაქტიკოსი იურისტების მოზიდვასა და უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი სასწავლო კურსების დანერგვაზე. სემინარის ფარგლებში 2012 წლის სამოქმედო გეგმისა და გიორგი ცერცვაძის წიგნის „Brief Commentary to the Georgian Arbitration Law 2009” წარდგინება შედგა.... »»»
09 მაისი 2012 წელი
ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი აღინიშნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს. ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი მიულოცეს, 1941-1945 წლებში ბრძოლის ველზე დაღუპული გმირები გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მეორე მსოფლიო ომში 700 000-ზე მეტი ქართველი მონაწილეობდა.
07 მაისი 2012 წელი
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ,,ექსპო ბათუმი - 2012”

ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ,,ექსპო ბათუმი - 2012” შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი და ტურისტული სააგენტო UNItour-ი მონაწილეობდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად ფაკულტეტმა დამთვალიერებლებს ტურისტული პროდუქტები გააცნო. ,,ექსპო ბათუმი - 2012”-ზე 8 ქვეყნის 150-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე უკრაინის, ლატვიის, პოლონეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ტურიზმის ფაკულტეტსა და ტურისტულ სააგენტო UNItour-თან თანამშრომლობა დაიგეგმა. ... »»»